Friday, December 11, 2009

მოგზაურობა ლიტერატურულ და მუსიკალურ სამყაროში


პროექტის სახელი:მოგზაურობა ლიტერატურულ და მუსიკალურ სამყაროში

პროექტის მიზანი:მოსწავლეები დავაიტერესო მხატვრული ლიტერატურის კითხვით ,თეატრალური და მუსიკალური სამყაროთი

პროექტის სრული აღწერა:საახალწლო ზეიმზე მოსული თოვლის პაპა ფერიასთან ერთად მოსწსვლეებს სთავაზობს ჯადოსნური ჯოხის და ჯადოსნური წიგნის საშუალებით იმოგზაურონ მსოფლიოს ლიტერატურულ და მუსიკალურ სამყაროში.ვაჩვენებ კლიპს „მსოფლიოს გარშემო “და ფერია ჯადოსნური ჯოხით გადაშლის წიგნს .თითოეული ფურცლიდან ცოცხლდებიან ლიტერატურული ნაწარმოებების გმირები და გაითამაშებენ პატარ-პატარა ინსცენირებებს.

ცოცხლდებიან ილია ჭავჭავაძის,იაკობ გოგებაშვილის ,ნოდარ დუმბაძისნაწარმოებების გმირები.გადაიშლება მუსიკალური გვერდები და მოსწავლეები ასრულებენ მუსიკალურ ნომრებს ,ცეკვებს.

სხვადასხვა დროს მათთან მოხვდებიან ინგლისურენოვანი ფიფქია და შვიდი ჯუჯა, ფიფქია ჯუჯებს პატარ-პატარა ლექსებს ათქმევინებს,შემდეგ ყველა ერთად მღერის ინგლისურ საახალწლო სიმღერას.ისინი დაუმეგობრდებიან ქართველ ბავშვებს.

ცოცხლდებიან კრილოვის იგავ-არაკის „ჭრიჭინა და ჭიანჭველას“რუსულენოვანი გმირები.ისინიც უმეგობრდებიან ბავშვებს და ერთად

მღერიან.

დასასრულს თოვლის პაპა კიდევ ერთხელ დალოცავს ბავშვებს.

ერთი მოსწავლე წაიკითხავს ნაწყვეტს გრიგოლ ორბელიანის პოემიდან „სადღეგრძელო“,აანთებს სანთელს და ყველა ერთად წაიკითხავს ლოცვას „მამაო ჩვენო“

მონაწილეთა ასაკი:VI კლასის მოსწავლეები

ვადები:ორი კვირა

პროექტის შესაძლო აქტივობებიკლასში:მოძიება ,ჯგუფებში მუშაობა.

მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეებს უმუშავდებათ ინტერესი ლიტერატურული ნაწარმოებების კითხვისადმი,უჩნდებათ ინტერესი

თეატრალური ხელოვნების მიმართ.უმუშავდებათ მიმიკის ,ინტონაციის ,ჟესტიკულაციის სწორად გამოყენების უნარჩვევები

სარგებელი სხვებისთვის:სანახაობრივი ეფექტი მშობლებისა და კლასის მოსწავლეებისთვის ,

მასწავლებლებისთვის

სამუშაო ენა:ქართული

მონაწილეები სხვა სკოლებიდან:-

საგნებთან კავშირი:ინგლისური ენა,რუსული ენა,მუსიკა.

პროექტის ფასილიტატორი:ელიზა ბასილიძე

ფასილიტატორის ელ.ფოსტა:elbalikuna@gmail.com


ჩემი პორტფოლიო:

აკაკი წერეთელი „ნათელას სიმღერა“